მერაბიშვილის პროცესზე ლიტველი ექსპერტის დაკითხვა მიმდინარეობს
26 მაისის საქმეზე ლიტველი ექსპერტის ვირგინიუს ვალენსას დაკითხვა მიმდინარეობს. სწორედ ამ ექსპერტმა მოამზადა ადვოკატების მოთხოვნით სპეციალური ანგარიში, რომელიც 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს მაშინდელი მინისტრის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერებას ეხება. ვალენსას განცხადებით, 3 წლის წინ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა, დაფიქსირდა რამდენიმე მომიტინგის საფრთხის შემცველი ქმედებაც. მაგალითისთვის ექსპერტმა რუსთაველის გამზირიდან ესკორტის გასვლა და პოლიციის კუთვნილი მანქანის დაზიანება მოიყვანა. ანგარიში ავტორმა მერაბიშვილის ადვოკატების მიერ მიწოდებული მასალების მიხედვით მოამზადა. დღევანდელი პროცესით მოწმეების დაკითხვა დასრულდება. უკვე ხვალ სასამართლოზე თავად ბრალდებულს მოუსმენენ, რის შემდეგაც მოსამართლე 28 თებერვლამდე განაჩენს გამოიტანს.