სტოლტენბერგმა და ილვესმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს

 

       ესტონეთში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. როგორც სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტ ჰენდრიკ ილვესთან სამუშაო ვახშამის დროს განაცხადა, აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგრძნობი დახმარება ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.
“ეს ხელს შეუწყობს მათი უფლებების დაცვას დამოუკიდებელ არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების საფრთხეებისგან”, – განაცხადეს სტოლტენბერგმა და ილვესმა ტალინში, სამუშაო ვახშამის დროს.
ილვესმა ისურვა რეგიონში ნატოში მოკავშირეების სამხედრო ყოფნის გაზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს უკიდურესად აუცილებელია.
“მოკავშირეთა ჯარების გადამწყვეტი და შესამჩნევი ყოფნა – საუკეთესო საშუალებაა მათ შესაკავებლად, ვისაც სურს უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურის მოშლა. აქ, ალიანსის ფრონტის ხაზზე, იციან თავისუფლების ფასი და ისიც, რომ თავისუფლება არ შეიძლება იყოს უფასო”, – განაცხადა ილვესმა. მისივე თქმით, ესტონეთი ყველაფერს გააკეთებს ალიანსის ძალების შესანარჩუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები