კლიჩკომ ძალოვანებს მოუწოდა, ხელისუფლების დანაშაულებრივი ბრძანებები არ შეასრულონ
პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ძალოვანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, არ შეასრულონ ხელისუფლების დანაშაულებრივი ბრძანებები.
„მივმართავ ყველა ძალოვანს: „ბერკუტის“ მებრძოლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები, დაიცავით ხალხი! არ გაწიოთ წინააღმდეგობა, და ხალხი ცოცხალს გამოგიყვანთ. თქვენ შეგიძლიათ ეს ძალადობა შეაჩეროთ!“ – განაცხადა კლიჩკომ.
კლიჩკოს თქმით, იანუკოვიჩის სკამი ასეთ მსხვერპლად არც ერთი სამართალდამცავის მხრიდან არ ღირს. კლიჩკოს განცხადებით, ყველა ძალოვანი, რომლებიც ხალხის მხარეს გადავა, უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს.
„ახლა პირადი შურისძიების დრო არ არის. ეს ჩვენი ომი არ არის. ეს ხალხის წინააღმდეგ იანუკოვიჩის ომია! და ხალხს ის ვერ აჯობებს“, – დასძინა კლიჩკომ.