ქუთაისში მცხოვრები 24 წლის გოგონა ქმარმა, ქმრის ბიძამ და ქმრის ძმაკაცებმა სცემეს

 

    როგორც 24 წლის ახალგაზრდა აცხადებს, გათხოვებიდან 5 დღეში ის ქალაქის საავადმყოფოში რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა.
“სამმა კაცმა გამიგდო წიხლქვეშ. მეუღლემ და კიდევ ორმა პირმა ეჭვიანობის ნიადაგზე მცემეს. ახალი გათხოვილი ვიყავი. ერთ საღამოს სუფრა იყო გაშლილი. ხალხის თვალწინ მცემეს. ჯერ მეუღლის ბიძამ გამარტყა ხელი. გავიქეცი და სახლში, ჩემებთან დარეკვა მოვახერხე. მირტყამენ და მომეშველეთ-თქო. ჩემთან დაქალი და მისი ქმარი იყო, რომლებიც გაიქცნენ და მიმატოვეს. ქმარმა და მისმა ნათესავებმა დამიჭირეს და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ოთახში ჩამკეტეს. ტელეფონი წამართვეს. მეუღლის ბიძამ ტელეფონი რომ მომიტანა, გამაფრთხილა, ვინც არ უნდა დაგირეკოს, უთხარი, რომ კარგად ხარ და დახმარება არ გჭირდებაო. რომ დამირეკეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მკითხეს რა გჭირსო, ვუთხარი, რომ დახმარება მინდოდა. ამის შემდეგ გამიგდეს წიხლქვეშ. საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით, უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს. ხალხი მოდიოდა ჩემს სანახავად, ხუთი დღის გათხოვილი გოგო ცემით მოკლესო“, – ამბობს რესპონდენტი, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
ახალგაზრდამ ქმრის წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის სასამართლოში შეიტანა, მოსამართლემ ნაცემი გოგონას ყოფილ ქმარს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაავალა, რაც ქუჩებისა და სასაფლაოს დაგვა-დასუფთავებას გულისხმობს.

წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები