ლევან იზორია ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციას ემხრობა

 

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსმენებზე წვდომის მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს სრულად იზიარებს.
იზორიას განცხადებით, ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმის სამინისტროს მიღმა არსებობა ქვეყნის ეროვნულ და ევროატლანტიკურ ინტერესებს უქმნის საფრთხეს.
„აბსოლუტურად ვემხრობი პრემიერის პოზიციას – მან თქვა, რომ ეს იქნება პრობლემა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მეტსაც ვიტყვი, ეს იქნება პრობლემა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვაძლიერებთ სხვა სახელმწიფოების სადაზვერო საქმიანობას და ვასუსტებთ ჩვენს კონტრდაზვერვით საქმიანობას, დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ როგორც ეროვნულ, ისე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა იზორიამ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ფარულ მოსმენებზე წვდომის ბერკეტის ჩამოშორებას ემხრობა, ისინი სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძვიან. ღარიბაშვილის თქმით, მოსმენებზე წვდომის მექანიზმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, თუმცა მასზე კონტროლი უნდა დაწესდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები