ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქულენოვანი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქულენოვანი ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელიც 6000 წიგნით შეივსო. პროექტის მხარდამჭერები იუნუს ემრეს ინსტიტუტი და „ზირაათ ბანკია“.
უახლოეს ხანებში ბიბლიოთეკაში თანამშრომლებს შეეძლებათ თურქული ენის უფასოდ შესწავლა. დაიწყო მოლაპარაკებები ქართული ბიბლიოთეკის თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გახსნის მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდა თურქეთის ელჩი ლევეთ გუმრუქჩუ, იუნუს ემრეს ინსტიტუტის თავმჯდომარე ჰაიათ დეველი და „ზირაათ ბანკის“ დირექტორი მეჰმეთ უჩარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები