“საქართველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება“

საქართველოს დელეგაციის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ახალი მაღალი ათვლის წერტილი იქნება – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ამასთან თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება. „დაგეგმილი ვიზიტი იქნება ახალი მაღალი ათვლის წერტილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. იქნება უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა სპექტრი განიხილება: ეკონომიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების. დარწმუნებული ვარ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება,- განაცხადა ალასანიამ. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვალს გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები