ჟურნალმა „People“-მა წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცები გამოავლინა

ამერიკულმა ჟურნალმა „People“-მა 2014 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცების რეიტინგი წარმოადგინა. რეიტინგში პირველი ადგილი ავსტრალიური წარმოშობის ჰოლივუდის ვარსკვლავმა კრის ჰემსვორტმა დაიკავა. 2014 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცების ათეული ასეთია: 1. კრის ჰემსვორტი (მსახიობი) 2. კრის პრეტი (მსახიობი) 3. ჯეიმი დორნანი (მსახიობი და მოდელი) 4. კი ჰონგ ლი (მსახიობი) 5. ბლეიკ შელტონი (ქათრი მომღერალი) 6. ბრედლი კუპერი (მსახიობი) 7. მეთ ბომერი 8. მაიკლ სტრაჰანი (სპორტსმენი) 9. ედი რედმეინი (მსახიობი და მოდელი) 10. სკოტ ფოლი (მსახიობი) გამარჯვებამ კრის ჰემსვორტი ძალზე გაახალისა. მსახიობი ხუმრობს, რომ ამიერიდან რამდენიმე კვირის მანძილზე საოჯახო მოვალეობებს თავს დაანებებს, რადგან ის ამ ყველაფერზე „მაღლა დგას“. 31 წლის კრის ჰემსვორტმა პოპულარობა Marvel Studios-ის კომიქსების ეკრანიზაციებსი ღმერთ თორის როლის შესრულებით მოიპოვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა ფილმმა „რბოლა“ , რომელშიც ჰემსვორტმა ლეგენდარული მრბოლელის ჯეიმს ჰანტის როლი შეასრულა. ჰემსვორტი 38 წლის მსახიობ ელზე პატაკზეა დაქორწინებული, წყვილი სამი შვილის მშობლები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები