რა გახდა ირლანდიაში ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი?

  ირლანდიაში, დუბლინში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, 32 წლის ზურაბ ლომთათიძე გულის შეტევით გარდაიცვალა, – ამის შესახებ “კვირას“ ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ჯანჯღავამ მედიკოსების ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ ქართველს ირლანდიიდან სამშობლოში, სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ.
“ჩემი ინფორმაციით, ლომთათიძე დუბლინში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ექიმების თქმით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. ჩვენი საელჩო და ლონდონის საკონსულო ჩართული არიან შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და გარდაცვლილს საქართველოში, სავარაუდოდ, ორშაბათს გადმოასვენებენ“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ჯანჯღავამ.
“კვირას“ ინფორმაციით, ზურაბ ლომთათიძე სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შეუძლოდ გახდა და გული გაუსკდა. ზურაბ ლომთათიძე უკვე ერთი წელია ირლანდიაში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები