თურქეთის კულტურის დღეები ხვალ დაიხურება

20 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში თურქეთის კულტურის დღეები კლასიკური მუსიკის კონცერტით – „ევროპული მუსიკა ოსმალურ პერიოდში“ დაიხურება. ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი თურქი დირიჟორი ემრე არაჯი უდირიჟორებს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის კულტურის დღეები 20 ოქტომბრიდან იმართება. კულტურის დღეების ორგანიზატორები არიან თურქეთის რესპუბლიკის საელჩო და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრი.
ღონისძიებების მიზანია, თურქ და ქართველ ხალხებს შორის კულტურის სფეროში კავშირების განმტკიცება და თურქული კულტურის სხვადასხვა დარგის ქართველი ხალხისათვის გაცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები