კიევი – პესკოვს: ნატოსთან დაკავშირებით უკრაინა გადაწყვეტილებას თავად მიიღებს

უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ჯერ არავის მიუცია იმის გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ რუს კოლეგებს იმის შეხსენება სჭირდებათ, რომ უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მხოლოდ თავად უკრაინელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ რა გზით წავა მათი ქვეყანა და რომელ ორგანიზაციებში გაწევრიანდება“, – სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა ევგენი პერებიინისმა განაცხადა. საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს რუსეთისგან იმის 100 % გარანტია მიიღოს, რომ ის უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები