სტრიპტიზის მოცეკვავე “ლუგანსკის რესპუბლიკის” ოპოზიციაში გადავიდა: ხალხს საჭმელი არ აქვს

რუსი დაქირავებული სამხედროების მომხრე და სტრიპტიზის მოცეკვავე ანასტასია პიატერიკოვა ლუგანსკიდან თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის „ბოევიკები“ გააკრიტიკა და „ჰუმანიტარული კოლონის“ მეშვეობით რუსეთიდან მიწოდებულ პროდუქტებთან დაკავშირებით მაქინაციებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ტერორისტების ოპოზიციასი გადასულმა ანასტასიამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„მერამდენე კოლონა ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან? ხალხს კი არაფერს არ აძლევენ: არც მათ, ვინც მუშაობს, არც არავის. ხალხს საჭმელი არ აქვთ. როგორ ვიცხოვროთ? სად მიდის რეალურად ჰუმანიტარული დახმარება?“, – წერს პიატერიკოვა.
ცნობისთვის, ახლა პიატერიკოვა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც რუსეთის მიერ დაქირავებული სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეკრებითაა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები