ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების საქმეზე ნაფიც მსაჯულებს 26 ნოემბერს შეარჩევენ

ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვისთვის ნაფიც მსაჯულებს 26 ნოემბერს შეარჩევენ.
საქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჟვანიას დაცვისა და დაცვის ცვლის უფროსების სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის კითხვარები ჩამოაყალიბეს.
როგორც პროცესზე აღინიშნა, მსაჯულთა 100 კანდიდატიდან, სავარაუდოდ, 14 ნაფიც მსაჯულს შეარჩევენ, საიდანაც 12 იქნება ძირითადი, ხოლო 2 სარეზერვო.
წინასასამართლო სხდომის ფარგლებში ბრალდებულებმა კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები