ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური მარკეტინგული კომპანიის „RedBridge” მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართა

საქართველოს მეღვინეობის ისტორიის, კულტურის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია კომპანიის „RedBridge“დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩიოჰაშიმ გამართა; მანვე სტუმრებს სხვადასხვა სტილის 8 ქართული ღვინო წარუდგინა კახეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

ნაგოია, იაპონიის ჩუბუსპრეფექტურის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რეგიონის დედაქალაქად ითვლება და მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს10 მილიონი მცხოვრებით. ნაგოია იაპონიაში სიდიდით მესამე ქალაქია ტოკიოსა და ოსაკას შემდეგ.

მარკეტინგულ კომპანიასთან „RedBridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციების პარალელურად, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „FoodexJapan“, “RAW WineTokyo” და „WineandGourmetJapan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები