ბაკურიანში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ხორციელდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბაკურიანში პროექტის „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს შეხვდა.
გიორგი ჯინჭარაძემ მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ხუთდღიანი პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება და აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.