მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილებები ქვეყნებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაადასტურეს.
მათი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მშვიდობის პროცესის გაძლიერებას და რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება.
„ბელგია დღეს მსოფლიოსთვის ძლიერ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სიგნალს გზავნის, როდესაც იმ ქვეყნების ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გამოაცხადეს“, – განაცხადა, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა.
ამ ნაბიჯს წინ უძღოდა რამდენიმე სხვა ევროპის ქვეყნის გადაწყვეტილება, რაც, დიპლომატების შეფასებით, კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას საერთაშორისო არენაზე, რათა პალესტინელებს სახელმწიფოს შექმნის უფლება რეალურად მიენიჭოთ.
ასევე, ცოტა ხნის წინ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად საფრანგეთმა და მონაკომაც აღიარა.