ევროკომისიის პრეზიდენტი „პალესტინის დონორთა ჯგუფის“ შექმნას აანონსებს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „პალესტინის დონორთა ჯგუფს“ შექმნის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ახალი ჯგუფის მიზანი ღაზის რეკონსტრუქციისა და პალესტინის ეკონომიკური მდგრადობის მხარდაჭერა იქნება.
“ჩვენ შევქმნით პალესტინის დონორთა ჯგუფს, რადგან მომავალი პალესტინის სახელმწიფო უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
და ჩვენ, ევროპელები, შევქმნით სპეციალურ ინსტრუმენტს ღაზას რეკონსტრუქციისთვის. ღაზა უნდა აღდგეს”,- დაწერა ლაიენმა.
ინიციატივის დეტალები ევროკომისიის მიერ ახლო მომავალში გამოცხადდება.