ლავროვი: კიევმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური „დახრჩობის“ კურსი აიღო (ვიდეო)

კიევმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური „დახრჩობის“ კურსი აიღო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვმა ქვეყნის ყველა რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობით დაუყონებლივი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, მყარი კონტაქტების დამყარების მაგივრად… სამხრეთ-აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური „დახრჩობის“ კურსია აღებული, რასაც კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის აღდგენის საშიშროებას ბადებს“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი კოლეგები, რომელთაც კიევის ხელისუფლებაზე გავლენის მექანიზმები გააჩნიათ, აფასებენ მოვლენების ასეთი განვითარების საშიშროებას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინის უშიშროების საბჭოს მონაცემებით, 1052 სამხედრო დაიღუპა, 3000 მეტი კი დაიჭრა. 11 ნოემბრის მდგომარეობით, გაეროს მინაცემებით კი კონფლიქტს 4132 ადამიანი ემსხვერპლა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=f279QYJUKgk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები