რუსეთში ქვეყნის ყველაზე სექსუალური ქალბატონი დაასახელეს – ფოტოკოლაჟი
ცნობილმა ჟურნალმა „Maxim“-მა გამოკითვის „ქვეყნის ყველაზე სექსუალური ქალბატონი“-ს შედეგები გამოაქვეყნა. პირველი ადგილი რეიტინგში მსახიობმა იულია სნიგირმა დაიკავა. სნიგირმა რეიტინგში შოუ-ბიზნესის ისეთ ცნობილ ლამაზმანებს აჯობა, როგორებიც არიან ვერა ბრეჟნევა, ლიზა ბოიარსკაია და ირინა შეიკი, მათ რეიტინგში შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს.
ჟურნალის მკითხველებმა და ჟიურიმ სულ 100 სექსუალური რუსი ქალბატონი გამოავლინეს. რეიტინგის ბოლო პოზიციები ეკატერინე სტრიჟენოვამ, ვალერიამ და მაშა მალინოვსკაიამ დაიკავეს.