ექსპერტიზის ბიუროს სანიტარი: ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩის არეში დაზიანება აღენიშნებოდა

ექსპერტიზის ბიუროს სანიტარმა, გივი ჯავახიშვილმა, რომელიც 2005 წელს სწორედ ექსპერტიზის ბიუროში მუშაობდა და ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის პროცესში ჩართულ პირებს ეხმარებოდა, დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩის არეში დაზიანება აღენიშნებოდა. როგორც მან დღეს, საქალაქო სასამართლოში განაცხადა, ჟვანიას ტუჩის არეში დაზიანება შენიშნა. მისი თქმით, სხვა დაზიანებები არ შეუმჩნევია. რაც შეეხება რაულ უსუპოვის ცხედარს, ყოფილმა სანიტარმა განაცხადა, რომ დაზიანებები უსუპოვის ცხედარზე არ დაუნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები