ტრამპი: უკრაინა ევროკავშირის დახმარებით ისეთ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა

ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

მისი თქმით, პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა.

„მას შემდეგ, რაც გავიცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ – იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა – დროის, მოთმინების და ევროპის და კონკრეტულად ნატოს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო. რეალური ვარიანტია. რატომაც არა?

რუსეთი სამ წელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს.

როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებში, რაიონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტს, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია დიდ რიგებში ბენზინის ყიდვა, ასევე, ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათი ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ!

პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და უკრაინისთვის მოქმედების დროა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა მერე ნატომ რაც უნდა ის გააკეთოს, ამ იარაღით“, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები