პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე და მაგისტრია – საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ხატვა ბავშვობიდან უყვარდა.
ტუშით ხატვა 18 წლიდან დაიწყო, შემდეგ დიდი პაუზა ჰქონდა და 38 წლის ასაკში მინაზე გადაიტანა ნამუშევრები. დაიწყო ფერებში ხატვა…
ამბობს, რომ ამით დიდ სიამოვნებას იღებს. ამავდროულად, შემოსავლის წყაროც გახდა. – სოფი დარასელიას პერსონა.
– ხატვის სიყვარულის მიუხედავად, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ჩააბარეთ…
– რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ხატვის პარალელურად მაინტერესებდა ის, რაზედაც ჩავაბარე და ვისწავლე.
– მოგვიანებით დაიწყეთ ფერებში ხატვა, ოღონდ მინაზე…
– მინაზე დახატული ძალიან მიზიდავს სტრუქტურით…
– ერთხანს პაუზა გქონდათ შემოქმედებაში…
– პაუზა მქონდა ხატვაში ჩემი პროფესიის გამო. ვმუშაობდი.
– ფერებში ხატვა მოგვიანებით დაიწყეთ, ოღონდ მინაზე…
– მინდოდა ჩემს ნამუშევრებში ფერები დამენახა, უფრო გამეკეთილშობილებინა… ნამუშევრები მინანქარივითაა, ოქროსფერი და ვერცხლისფერი კონტურები საოცრად კვეთს თითოეული ნამუშევრის გამოსახულებას.
– ნამუშევრების მეტი ნაწილი დასათაურებულია: „დრონი მეფობენ“, „დროის მანქანა“, ნატვრის ხე, „ქალი ლომი“, „ბედნიერების ქალაქი“… და მაინც, რომელს გამოარჩევდით საინტერესო ისტორიით?
– ნახატებიდან მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ მაინც ჩემთვის პირველი და განსაკუთრებული ნამუშევარია „ბახუსი“. ტუშით დაიხატა ორიგინალში და 20 წლის შემდეგ გაცოცხლდა ფერებში მინაზე. ეს ნამუშევარი გავიდა ერთ-ერთ გამოფენაზეც. ამჟამად გაყიდულია. თითოეული ნამუშევარი დადებითი ემოციით, მუხტით, განწყობით, სიმშვიდით იხატება. სხვანაირად ვერც შექმნი.
– „ბედნიერების ქალაქი“… რა არის თქვენთვის ბედნიერება?
– „ბედნიერების ქალაქი”- იმ გრძნობით დაიხატა, რასაც დიდი ნატვრა და სურვილი ჰქვია. მინდა ბევრ გალაღებულ, ჯანმრთელ და კეთილ ადამიანს ვხედავდე ქუჩაში.
ჩემი ბედნიერებაა ჩემი ახლობლების, შვილების ჯანმრთელობა, და რომ სიმშვიდე სუფევდეს ოჯახში.
– თან მუშაობთ, თან ხატავთ. როდის ნახულობთ დროს შემოქმედებითი მუშაობისთვის?
– ნამუშევრები სიჩუმეში იქმნება…
– ბროწეულების ხატვა გიყვართ…
– ბროწეულები… თავისთავად მიყვარს ეს ხილი. იმავდროულად, ბროწეული არის ეკლესიის, ასევე სიყვარულის სიმბოლო.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ. რამდენად არის ხატვა შემოსავლის წყარო თქვენთვის?
– ამჟამად შემოსავლის წყაროა.
– პირველი შემფასებლები?
– პირველი შემფასებელი მეუღლეა, შემდეგ – ჩემი და. მინდა მომავალში გამოფენებშიც მივიღო მონაწილეობა და უფრო ბევრი საინტერესო ხელოვანი გავიცნო. ახალი იდეებიც მაქვს.
– ოჯახი…
– მყავს ოჯახი – მეუღლე და ორი შვილი – ანასტასია და გიორგი.
– სამომავლო გეგმები.
– მაქვს ჩემი გვერდი, მყავს გამომწერები და ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ, რასაც ვაკეთებ და არაერთი ნამუშევარი შეუძენიათ ჩემგან. ეს მაბედნიერებს, როცა რამდენიმე ნამუშევარი ერთი ადამიანის სახლის კედლებს ამშვენებს.
თამარ შაიშმელაშვილი