2015 წელს რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

2015 წელს რუსეთი და ჩინეთი წყნარ ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„მომდევნო წლის გაზაფხულზე ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მორიგი სამხედრო-საზღვაო წვრთნის ჩატარებას ვგეგმავთ. ერთობლივი წვრთნები ასევე წყნარ ოკეანეში იგეგმება“, – განაცხადა შოიგუმ.
მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ღონისძიებების სპექტრი სამხედრო სფეროში საგრძნობლად გაფართოვდა და სისტემური ხასიათი მიიღო.
შოიგუმ აღნიშნა, რომ 2014 წლის მაისში რიგით მესამე რუსულ-ჩინური სამხედრო-საზღვაო წვრთნამ „საზღვაო ურთიერთქმედება“ წარმატებით ჩაიარა. წვრთნების ფარგლებში 2 ქვეყნის სამხედრო მეზღვაურებმა სასწავლო-საბრძოლო ამოცანები გემების შერეული რაზმის შემადგენლობაში პირველად დაამუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები