სენსაცია: ქალი მკვდარ ბავშვს მუცლით 67 წელი ატარებდა
92 წლის ჰუანგ იიკუნის მუცელში მკვდარი ბავშვი აღმოაჩინეს. ქალს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები აწუხებდა. როდესაც ის ექიმთან მივიდა, ის, რაც მის მუცელში აღმოაჩინეს – ნამდვილი სენსაცია იყო! ჰუანგ იიკუნს მუცელში მკვდარი ბავშვი ჰყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ 1948 წლიდან იყო, ანუ 67 წლის წინ. ექიმების თქმით, ეს შემთხვევა ჩვეულებრივი არ არის, რადგან ბავშვი ვითარდებოდა კვერცხუჯრედის მიერ გასავლელი გზის რომელიღაცა მონაკვეთზე. საერთოდ, ეს ძალზედ სახიფათოა, თუმცა ჰუანგმა ეს სასწაულებრივად ნორმალურად გადაიტანა და მკვდარი ბავშვით მუცელში ამდენი წელი იცოცხლა.
ქალის განმარტებით, ოპერაციის გაკეთება მას უსახსრობის გამო არ შეეძლო, ამიტომ მან გადაწყვიტა ბავშვი მუცელში ჰყოლოდა. მისმა ორგანიზმა დამცავი რეაქცია გამოიყენა და ბავშვის გვამი ნელ-ნელა მუმიად გადააქცია.