ვალერიან თელია სამუშაოდ თბილისში გადმოვა
აჭარის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან თელია სამუშაოდ თბილისში გადმოვა -ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ვალერიან თელიას ნაცვლად პოსტზე დავით თამაზაშვილი დაინიშნა.
“იგი არის ძალზე გამოცდილი თანამშრომელი. მრავალი წელი მუშაობდა სამინისტროში”, – განაცხადა ჭიკაიძემ. მისივე თქმით, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშვნამდე დავით თამაზაშვილი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.