დასავლელმა ასტრონომებმა კოსმოსში რუსული სამხედრო მფრინავი ამოუცნობი ობიექტი აღმოაჩინეს – Financial Times

დასავლელი ასტრონომები და ამერიკული დაზვერვის სამსახურის „ნორადის“ სპეციალისტები სწავლობენ კოსმიურ ობიექტს, რომელიც, უცხოური პრესის ინფორმაციით, რუსეთმა მაისში გაუშვა. სპეციალისტებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, თუ რა მიზნით ტრიალებს ის ორბიტაზე. თავდაპირველად მკვლევარებს ობიექტი კოსმოსური ნაგავი ეგონათ. შემდეგ ვერსია გაჩნდა, რომ კოსმოსში სამ სპუტნიკთან ერთად აღმოჩენილი ობიექტი მათი რემონტისთვის იყო საჭირო, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
თუმცა რადგან რუსულ სამხედრო-კოსმოსურ ჯარებს 23 მაისს მეოთხე კოსმოსური ობიექტის შესახებ არ გამოუცხადებია, ვერსია გაჩნდა, რომ საუბარი სამხედრო ობიექტზეა, რომელიც შესაძლოა, უცხოური თანამგზავრებისთვის საფრთხედ იქცეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
„რაც არ უნდა იყოს, ეს რაღაც ექსპერიმენტის ნაწილს ჰგავს. ობიექტი შესაძლოა, იყოს როგორც სამოქალაქო, ისევე სამხედრო. და უცნაური იქნებოდა, თუ სამხედროები მსგავსი რაღაცებით არ იქნებოდნენ დაკავებულები. თანამგზავრებზე კიბერიერიში ახლა უკვე რეალობაა“, – აღნიშნა ექსპერტმა ჩატემ ჰაუსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები