55 წლის ასაკში გიორგი ანწუხელიძის დედა გარდაიცვალა

55 წლის ასაკში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედა ლილი ანწუხელიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვმი.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო. ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს“, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები