პროკურატურის ინიციატივით პრობაციონერი დასაქმდა

გორის რაიონული პროკურატურის ინიციატივით კიდევ ერთი პრობაციონერი გ. მ. დასაქმდა.
უწყების ინფორმაციით, პრობაციონერ გივი მელქუაშვილსა და ა.ი.პ. გორის მუნიციპალიტეტის გორის სანერგე მეურნეობას შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის საფუძველზეც პრობაციონერი დასაქმდა.
კარალეთის მკვიდრი 32 წლის გივი მელქუაშვილი ორი შვილის მამაა. მელქუაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია. პროკურატურის ინიციატივით, გივი მელქუაშვილს გაუფორმდა ორთვიანი შრომითი ხელშეკრულება (ხელშეკრულება განახლებას ექვემდებარება ორ თვეში ერთხელ). სამუშაო ანაზღაურებადია. სოციალურად დაუცველი ოჯახი შემოსავლის სახით 500 ლარამდე მიიღებს. ღონისძიება „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს პრობაციონერთა რესოციალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები