ირაკლი ღარიბაშვილი კლიმატური ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს კლიმატური ცვლილებებისა და ენერგეტიკის საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა.
როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის პერსპექტივები.
პრემიერმა ევროკომისართან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. ევროკომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, უშუალოდ ჩაერთოს მოლაპარაკებებში, წარმატებული შედეგის მიღწევის მიზნით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს, სამხრეთის დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები