მისურიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

შტატ მისურიში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს,- ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი ნიქსონმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, შტატის ეროვნული გვარდია მზადყოფნაშია მოყვანილი. საგანგებო მდგომარეობა შავკანიანი თინეიჯერის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გახმაურების წინ ამოქმედდა.
გუბერნატორ ჯეი ნიქსონის განცხადებით, ეროვნული გვარდია „სამართალდამცავების მიერ მშვიდობის შესანარჩუნებლად მიმართულ ძალისხმევას მხარს დაუჭერს“.
შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ დამნაშავეა თუ არა 18 წლის მაიკლ ბრაუნის სიკვდილში პოლიციელი დარენ უილსონი.
ცნობილია, რომ სასჯელი ნაფიცმა მსაჯიულებმა ნოემბრის შუა რიცხვებში ან ნოემბრის ბოლოს უნდა გამოაცხადონ
შეგახსენებთ, რომ მაიკლ ბრაუნი პოლიციელმა შავკანიანებით დასახლებულ ფერგიუსონში შეხლა-შემოხლის დროს მოკლა.

10805126_870224916351081_1999111198_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები