80 წლის სერიულ მკვლელს ჩარლზ მენსონს 26 წლის ქალის ცოლად მოყვანის ნება დართეს

80 წლის სერიულ მკვლელს ჩარლზ მენსონს 26 წლის ქალბატონის ცოლად მოყვანის ნება დართეს. მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ქალბატონი კი ბოლო წლების მანძილზე მამაკაცის მოსანახულებლად ციხეში მოდიოდა.
„ასოშიეთიდ პრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაქორწინების ნებართვა ჩარლზ მენსონის და ეფტონ ილეინ ბერტონის სახელებზე ჯერ კიდევ 10 დღის წინ იყო გამოწერილი.
მკვლელის მომავალი მეუღლე 9 წლის წინ შტატ კალიფორნიის ქალაქ კორკორანში გადავიდა საცხოვრებლად იმის გამო, რომ ციხესთან ახლოს ყოფილიყო.
ეფტონ ილეინ ბერტონმა, რომელიც საკუთარ თავს „ვარსკვლავს“ უწოდებს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის და მენსონი მომდევნო თვეში დაქორწინდებიან. „ეს ყველაფერი სიმართლეა… ეს მოხდება… მე ის მიყვარს“, – განაცხადა ახალგაზრდა ქალმა.
შეგახსენებთ, რომ მენსონი 7 ადამიანის, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის 9 თვის ფეხმძიმე ცოლის – მსახიობ შერონ თეიტის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. მკვლელობების სერია ლოს-ანჟელესში 1969 წელს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები