საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 15,000- ზე მეტი ნერგი დაირგო

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახორციელებს პროექტს „მწვანე მომავალი“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 15,000- ზე მეტი ნერგი უკვე დაირგო.
მათ შორის – კახეთის რეგიონში 18,600, მცხეთა-მთიანეთში -4500, შიდა ქართლში – 3000, სამცხე-ჯავახეში – 6500, ქვემო ქართლში – 18,600 ნერგი, სამინისტროს ინიციავით პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სამმართველოს 1100 ნერგი გადაეცა.
პროექტი “მწვანე მომავალი” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაზაფხულზე დაიწყო და დღემდე გრძელდება.
გარემოს დაცვის სამინისტრო ნარგავების მოვლა-მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
გამწვანების მასშტაბური კამპანიის მიზანია, საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ეკოსისტემის გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები