გერმანიის ლიდერს ჩეხეთის პრეზიდენტისთვის ნასროლი კვერცხი მოხვდა (ვიდეო)
ჩეხეთში ხავერდოვანი რევოლუციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ქუჩაში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. ჩეხები მოქმედი პრეზიდენტის მილოშ ზემანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, რადგან მას ზედმეტად პრორუსულად თვლიან.
დემონსტრანტებმა ჩეხეთის პრეზიდენტს კვერცხები დაუშინეს. ერთი კვერცხი შემთხვევით სტუმარს, გერმანიის პრეზიდენტს იოაჰიმ გაუკს მოხვდა.
კვერცხების გარდა დემონსტრანტებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, საფეხბურთო წესის მსგავსად, როდესაც ფეხბურთელს ველიდან აძევებენ.
დემონსტრანტების განსაკუთრებული აღშფოთება ჩეხეთის პრეზიდენტ ზემანის უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის დასაცავად წარმოთქმულმა სიტყვებმა გამოიწვია. ზემანის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტი – სამოქალაქო ომია, რომელშიც ორ ბანაკად დაყოფილი უკრაინელები მონაწილეობენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=67OSiA-NkVE” width=”560″ height=”315″]