„აჭარაბეთს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამი კვირაა ამოწმებს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურმა ,,აჭარაბეთი” 150 მილიონი ლარით დააჯარიმა, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ „კვირას“ საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ფინანსური სამსახურის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კაზინო „აჭარაბეთში“ სამი კვირის წინ შევიდნენ და გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიებას, ამ ეტაპზე ჯარიმის ზუსტი ოდენობა არ განუსაზღვრია.
გრძელიშვილის ინფორმაციით, გამოძიება 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები