თბილისში ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემის უსასყიდლოდ მოწესრიგების პროექტი ამოქმედდა

თბილისში ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემის უსასყიდლოდ მოწესრიგების პროექტი ამოქმედდა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული თბილისში მცხოვრებ ყველა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს შეეხება, რომლებსაც ეს სტატუსი კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭათ და რომლებიც შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტები არიან.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს, შეუძლია წერილობით მიმართოს კომპანიას. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან ნებისმიერ ხარვეზს, მათ შორის შეცვლიან მრიცხველსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები