ბრიტანეთი ეუთოს მისიას უკრაინაში 10 ჯავშანმანქანას გაუგზავნის

უკრაინის აღმოსავლეთით ეუთოს მონიტორინგის მისიის დასახმარებლად 10 ჯავშანმანქანა გაიგზავნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა. ჯავშანმანქანები 1,2 მილიონ ფუნტი სტერლინგის ღირებულების ტექნიკითაა აღჭურვილი და ეუთოს მისიის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, უკრაინაში დამკვირვებლების სახით უკვე არსებულ 20 ადამიანს კიდევ 4 ბრიტანელი დაემატება.
ეს გადაწყვეტილება პასუხია ეუთოს თავმჯდომარის, შვეიცარიის პრეზიდენტის დიდიე ბურკჰალტერის თხოვნაზე ორგანიზაციის წევრების მიმართ ფულის და ტექნიკის გამოყოფის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანმანქანების გაგზავნის საკითხს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს დაუჭერს მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები