ჟირინოვსკიმ უკრაინა მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაში დაადანაშაულა

პარტია „ლდპრ“-ის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მესამე მდოფლიო ომის შესაძლო დაწყების შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსის მოსაზრებით, ასეთი მასშტაბის კონფლიქტში დამნაშავე უკრაინა იქნება. ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დღეს ისეთ ქმედებებს ახორციელებს, როგორსაც სერბეთი – 1914 წელს.
„სერბეთის ქმედებებმა ავსტრო-ვენგრიის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომი გამოიწვიეს. დღეს ყველაფერი მეორდება. უკრაინას საკუთარი ქმედებებით ევროპა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. სამწუხაროდ, ეს იქნება. და ის ამ მესამე ომის გამჩაღებელია“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის მეზობელი ქვეყნები ამ სიტუაციას გამოიყენებენ და ქვეყანას გადაინაწილებენ. ასე, პოლონელებს ლვოვის, როვნოს, ლუცკის, ივანო-ფრანკოვსკის და ტერნოპოლის დაბრუნება შეუძლიათ. „ვენგრები – ზაკარპატიეს დაიბრუნებენ, რუმინელები კი ჩერნოვცის და ბუკოვინას “, – აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელის“ ინფორმაციით, ვლადიმირ ჟირინოვსკი დონბასში მებრძოლე ტერორისტების სპონსორია. „ლდპრ“-ის ვებგვერდზე „ნოვოროსიისთვის“ სახსრების შესაგროვებლად ანგარიშია გამოქვეყნებული. გარდა ამისა, ჟირინოვსკიმ „ბოევიკებს“ საკუთარი ბრონემობილი „ვეფხვი“ აჩუქა, – წერს „ობოზრევატელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები