ბიძინა ივანიშვილმა რაგბის განვითარებაზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა

საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მათ შორის ააშენა საწვრთნელო ცენტრები და სტადიონები.
IRB-ის ცნობით, ივანიშვილმა 2008 წლიდან მოყოლებული რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.
“რაგბი ახლა წამყვანი სპორტია საქართველოში “ქართუ ფონდის” დახმარებით”, – აცხადებენ რაგბის საერთაშორისო საბჭოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები