დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი შპს-ს დირექტორი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „მეტეხი 15“-ის, შპს „არაგვი XXI”-ის და შპს „თემქა 21”-ის დირექტორი ელგუჯა აფციაური დააკავა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ელგუჯა აფციაური, აღნიშნული კომპანიებით მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამაში, რომლის ფარგლებში, გამგეობის და ამხანაგობების თანადაფინანსებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას, ელგუჯა აფციაური შესრულებული სამუშაოს აქტებში მუშა-მოსამსახურე პერსონალზე გაცემული ხელფასის და გახარჯული მასალების გაზრდილი მონაცემების შეტანის გზით, მოტყუებით დაეუფლა ნაძლადევის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილ 135 973 ლარს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ – ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=J8USWw3-9aY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები