ბაქოში 5 ქართველი ფულის გამოძალვის მცდელობისთვის დააკავეს

ბაქოში 5 ქართველი დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გიორგი გათენაძემ, თეიმურაზ კობახიძემ, მოგელი გელაშვილმა და ბაქოში მცხოვრებმა რაფაელ ხუბალაშვილმა გარიგების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ბორის მაჩაიძის გატაცების ინსცენირება მოაწყვეს.
თავად „გატაცებულიც“ დაჯგუფების წევრი იყო. დამნაშავეებმა გამოსასყიდის მიზნით მაჩაიძის მეუღლისგან 10 ათას აზერბაიჯანულ მანათს ითხოვდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, “გატაცებულს” 3 დღის განმავლობაში – 11-იდან 14 ნოემბრამდე კვალის დაფარვის მიზნით სხვადასხვა ადგილებში მალავდნენ.
სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები