ალექსანდრე სოტნიკი: “ფე-ეს-ბე” პუტინის შემცვლელს ამზადებს, “ახალი ფიგურა” სპეცსამსახურის პოლკოვნიკი იქნება

ჟურნალისტი ალექსანდრე სოტნიკი თავის ფეისბუქზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. „ ჩემთვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ „ფე-ეს-ბე“ რუსეთის ხელმძღვანელობის „ახალი პოლიტიკური ფიგურებით“ ჩანაცვლების პროექტის რეალიზაციასთვის ემზადება“. პოლიტიკურ არენაზე პუტინის უკანასკნელი გამანადგურებელი მარცხი, ყველა რწმუნებით საბოლოოდ დაარწმუნა „კანტორა“ რომ საჭიროა „სისტემის გადტვირთვის“გაშვება. სამწუხაროდ მე არ მაქვს სცენარის დაწვრილებითი დეტალები, „როგორ მოხდება ეს ყველაფერი“. მაგრამ დარწმუნებული ვარ: უახლოეს მომავალში კრემლის შიგნით „სათამაშო დასტის ცვლილების“ მოწმენი გავხდებით. სპეცსამსახურები მთავარი მოთამაშეების როლებზე „წარმატებულ პოკერისტებს“ უკვე ამზადებენ. ქვეყანას და მსოფლიოს წარუდგება ახალი „კორუფციის ჰიდრას დახრჩობის შემძლე, „პერსპექტიული და ნათელი პოლიტიკოსი“, მარტივად კი „ფე-ეს-ბეშნიკი“ „ადამიანის სახით“. – წერს სოტნიკი. „ამ ადამიანის სახელი ჩემთვის არ უთქვამთ. მითხრეს მხოლოდ, რომ ის მოხუცი არ არის, წოდები პოლკოვნიკი გახლავთ, უნდა გავიდეს პენსიაში, ჯერ კიდევ 2014 წლის ზამთარში იმყოფებოდა სოჭში, სადაც ოლიმპიადის ჩატარების უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს. ამ მომენტისთვის სხვა რამდენიმე კანდიდატთან ერთად „სრულიად სერიოზულად ემზადება მომავალი პრეზიდენტობისთვის“, – აცხადებს რუსი ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები