დონბასში ბოევიკებმაა ორი პატიმარი „ბტრ“-ებს მიაბეს და შუაზე გახლიჩეს

დონბასში ორი სამუდამო პატიმრობა მისჯილი პირი დონბასელმა ბოევიკებმა მსხვერპლთა ოჯახის წევრების „შეკვეთით“ სიკვდილით დასაჯეს. ამასთან ბოევიკებმა ისინი ჯერ პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, შემდეგ „ბტრ“-ებს მიაბეს და ნაწილ-ნაწილ გახლიჩეს. ამ ინფორმაციას გამოცემა „depo.ua“ უკრაინის სახელმწიფო პენიტენციალური სამსახურის ექს-უფროსის სერგეი სტარენკის ინტერვიუს საფუძველზე ავრცელებს.
სტარენკის სიტყვებით ტერორისტები არაფრად აგდებენ უკრაინულ კანონმდებლობას და თვითნებური მეთოდებით მოქმედებენ. მისივე თქმით ტერორისტები პატიმრობიდან თავიანთ ახლობლებსა და მეგობრებს ხშირად ათავისუფლებენ.
სტარენკის ინფორმაციით ტერორისტები ამჟამად დონეცკის ოლქში -14 , ლუგანსკის ოლქშიც ასევე 14 კოლონიას და საპატიმრო დაწესებულებას აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები