აჭარაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია პირი, რომელიც მოწმის სახით იკითხებოდა. “მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 138-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი”, – აცხადებენ შსს-ში.