რუსეთის საგარეო უწყება ნატოს რუსოფობიაში ადანაშაულებს

ნატო კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების დარღვევას აიგნორებს და ანტირუსული განწყობის გაღვივებას აგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ მარია ზახაროვამ ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვების კომენტირებისას განაცხადა.
„თავის საჯარო გამოსვლებში სტოლტენბერგი, პირველ რიგში, იმ დირექტივებით ხელმძღვანელობს, რომლებიც ნატოს ყველა 28 წევრი- ქვეყნის კონსოლიდირებული მოსაზრებას ასახავს. გლობალური და რეგიონალური დღის წესრიგით გათვალისწინებულ ფართო სპექტრის კითხვებზე ალიანსის დღევანდელი მიდგომები, მათ შორის პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ ნატოს სამიტის დოკუმენტებშია ფორმულირებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი გენერალური მდივნის განცხადებები ანდერს ფოგ რასმუსენის საომარ რუსოფობიას არ აღწევს, თუმცა ეს სტოლტენბერგსაც აწუხებს. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ალიანსში გამძაფრებული პრობლემების კონსტრუქტიული განხილვისკენ არ ისწრაფვიან და ამას ბლოკის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების და რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ჯარების რაოდენობის გაზრდის გეგმების გამართლების მიზნით ანტირუსული განწყობის გაძლიერება ურჩევნიათ“, – ნათქვამია ზახაროვას განცხადებაში. ზახაროვას განცხადებით, ნატოში განზრახ ცდილობენ არ შეიმჩნიონ რუსეთის ძალისხმევა, რომელიც უკრაინაში სტაბილიზაციისკენაა მიმართული. ალიანსში ასევე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაურესებას არ იმჩნევენ. ზახაროვა აღნიშნავს, რომ ნატოს წარმომადგენლების „ხმამაღალი განცხადებები“ ხელს შეუშლიან უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მსხვრევად პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები