გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს 10 წლის მოზარდის დედამ მიაწოდა

ინფორმაცია, რომ ქედის რაიონის სოფელ მერისის თემში 10 წლის ბავშვი გააუპატიურეს, ქედის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ სამართალდამცველებისგან შეიტყო, – ამის შესახებ „კვირას“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს სოფელ მერისის თემში მოხდა. დავით დუმბაძის ინფორმაციით, არასრულწლოვანის დედამ, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ სამართალდამცველებს მიაწოდა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 138-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი. მათივე ინფორმაციით, მოწმის სახით ერთი პირი იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები