ბჟეზინსკი: პუტინი დასავლეთის დაშინებას ატომური ომით ცდილობს

პუტინი დასავლეთის დაშინებას ატომური ომით ცდილობს. ამის შესახებ ცნობილმა პოლიტოლოგმა და აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტის მრჩეველმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ამერიკულ ცენტრში ჩატარებული ლექციის მსვლელობისას განაცხადა. „პუტინის იდეოლოგია „სრულ აყვავებაშია“. საკუთარი დიდების შესახებ ილუზიებზე დაყრდნობით რუსეთმა ძალაუფლებაზე ოცნება დაიწყო“, – განაცხადა ბჟეზინსკიმ.
მისი აზრით, დასავლეთის „დამბლაში“ ჩაგდების ერთ-ერთი გზა – ატომური ომის შესაძლო დაწყების რეალური შიშის გაღვიძებაა.
„მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, თუ როგორი ძლიერი ბირთვული არსენალი გააჩნია რუსეთს, ეგრევე კითხვას ბადებს – ატომურ კონფლიქტისკენ ხომ არ მივდივართ? ბოლო ათწლეულებში იმას მივეჩვიეთ, რომ ატომური თვითმკვლელობისკენ არავინ მიისწრაფვის, თავად თამაში კი ამ კარტით – რუსული რულეტკის მაგვარი თამაშია პისტოლეტით საფეთქელთან“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა. ბჟეზინსკის აზრით, რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინაში ისეთი შიდა პრობლემების შექმნა, რომლებიც ისეთი სიტუაციისკენ მიიყვანს, როდესაც დამოუკიდებლობა აღარ იქნება რენტაბელური. ბჟეზინსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთს ომის გაგრძელების სურვილი ეფექტურად უნდა მოუკლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები