კანიბალები მოკლული ქალებისგან დამზადებულ ღვეზელებს საავადმყოფოებსა და სკოლებში ჰყიდდნენ

ბრაზილიაში კანიბალიზმის ბრალდებით სამ პირს ასამართლებენ. გამოძიების თანახმად ირკვევა, რომ ჟორჟე და სილვეირა, მისი ცოლი იზაბელ კრისტინა პირესი და ჟორჟეს საყვარელი ბრუნა კრისტინა ოლივეირა და სილვა ქალებს კლავდნენ და მათი ხორცისგან დამზადებულ საკვებს მიირთმევდნენ. ამ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
კანიბალები სახლში ძიძად თუ დამლაგებლად დასაქმების დაპირებით სახლში ქალებს იტყუებდნენ, შემდეგ კლავდნენ და მსხვერპლის ხორცით ღვეზელებს ამზადებდნენ. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ კანიბალები მოკლულების ხორცით დამზადებულ ღვეზელებს მეზობლებში, საავადმყოფოებსა და სკოლებშიც ყიდდნენ. დაპატიმრებისას კანიბალებმა განაცხადეს, რომ ისინი რელიგიურ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან, რომლის მიზანიც „მსოფლიოს გაწმენდა და მოსახლეობის შემცირება გახლავთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები