რას ამბობს მოკლული ბავშვის დედა – იძახდა, ორმოცამდე ვიღაც უნდა გავამწაროო…
“რაც ბავშვი დაახრჩო, მას მერე ხშირად მოდიოდა. პირიქით, შვილი მკვდარი ჰყავდა, მივდიოდით, ვეხმარებოდით. იძახდა, რომ ორმოცამდე ვიღაც უნდა გავამწაროო. ვეუბნებოდი, რომ შვილი გყავს მკვდარი და ასეთ რამეს ნუ ამბობ. თურმე ჩემი ბავშვი ჰყოლია ასე“, – განაცხადა ლელა ახალაძემ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში 4 წლის ბავშვი შვილმკვდარმა დედამ გაგუდა. როგორც ახლობლები აცხადებენ, აღნიშნული პიროვნება მცირეწლოვან ბავშვს ბიცოლად ეკუთვნოდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლით აღიძრა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.