მერკელმა საქართველო და მოლდავეთზე რუსეთის გავლენის გაფართოების შესახებ განაცხადა

კრიზისი უკრაინაში არ არის ლოკალური კონფლიქტი, ის ეხება ყველას, მათ შორის საქართველოს, მოლდავეთს და სერბეთს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„საუბარია საქართველოზე, მოლდავეთზე და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა, საუბარი სერბეთზეც იყოს, დასავლური ბალკანების ქვეყნებზე“, – განაცხადა მერკელმა. გერმანიის კანცლერის მტკიცებით, „უკრაინის კრიზისი – არავითარ შემთხვევაში არ არის რეგიონალური საქმე“, ის ეხება ყველას. მერკელის მოსაზრებით, დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი რეაქციით უნდა მოახდინონ ერთობლიობის დემონსტრირება. „ყველაზე დიდი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ ჩვენი გაყოფის საშუალება“, – განაცხადა მერკელმა.
„ჩვენ არ შევაჩერებთ იმის მცდელობებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, – აღნიშნა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები