კეთილმოწყობა, ძვირად ღირებული თუ მომგებიანი ინვესტიცია“ – “აგრომაქს დეკორი“ ხვალ სემინარს გამართავს

პოლონურ-ქართული კომპანია “აგრომაქს დეკორი“ ხვალ სემინარს სახელწოდებით: “კეთილმოწყობა, ძვირად ღირებული თუ მომგებიანი ინვესტიცია“, გამართავს. “აგრომაქს დეკორი“ ორთაჭალაში თანამედროვე სანერგეში დეკორატიული მცენარეების წარმოებითაა დაკავებული. გარდა ამისა, კომპანია ლანდშაფტის პროექტირებაზე და გამწვანებაზე მუშაობს.
“საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დინამიკურ განვითარებასთან დაკავშირებით საჭიროთ ჩავთვალეთ, სამომავლო საინვესტიციო პროექტებისათვის ყურადღება მივაპყროთ და ინვესტორები გამწვანების ფუნქციონირების აუცილებლობით დავაინტერესოთ, თანამედროვე პრინციპების შესაბამისად. ლანდშაფტის განსხვავებული და გამოცდილი პოლონელი არქიტექტორები – კაჰა მოლსკა და და რობერტ ნოვიცკი გაგვიზიარებენ, თუ როგორ შეიძლება ხარისხიანმა გარემომ დეველოპერების ფინანსურ წარმატებაზე მოახდინონ გავლენა. სპეციალისტები თანამედროვე პოლონეთის ცნობილ პროექტებზე მუშაობის საიდუმლოებებზე მოგვიყვებიან და შედეგსაც გვაჩვენებენ“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მოსაწვევის ტექსტში.
მათივე ინფორმაციით, სემინარის სპეციალური სტუმარი ირმა ბერძენიშვილი იქნება, რომელიც ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საცხოვრებელი ადგილის გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართება. კომპანია, დამსწრე საზოგადოებას სველი ფურშეტით გაუმასპინძლდება. სემინარი ,,Art palace“-ში 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ სატელეფონო ნომერზე : (+995) 555 934 934

10754854_995407117141945_982196584_n

10814367_995407477141909_589725315_n

1419888_995407627141894_328890649_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები